მოგესალმები სტუმარი | RSS
     

მთავარი » ●ℳℴℴn affects ℋuman● » რეგისტრაცია » შესვლა


 


მთვარეს შეუძლია დედამიწაზე ბევრ რაღაცაზე იქონიოს ზემოქმედება და რაც არ უნდა გასაკვირი არ იყოს ადამიანზეც.

ყველამ ვიცით ლეგენდა მაქციების ანუ Werewolf-ის შესახებ, მართალია სხვადასხვანაირად მაგრამ მაინც.
ფილმებშიც შეგვხვედრია ეს არსებები ან ფილმში თუ არა მაინც გვსმენია.

13 ფაქტი მაქციების შესახებ:

1. ლეგენდები მაქციების შესახებ არსებობს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კულტურაში.ზოგიერთ ლეგენდას კი უძველეს ხანასაც მიაკუთვნებენ.ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მაგალითია ისტორია საბერძნეთის მეფის Lycaonის შესახებ.

2.Lycanthropy არის ზებუნებრივი მდგომარეობა,რომლის მიხედვითაც ადამიანი გადაიქცევა მაქციად.თუ ადამიანი ნაკბენის შემდეგ გადაიქცევა სხვა ცხოველად ამ მდგომარეობას ქვია-therianthropy.

3.ისტორიულად,ლეგენდებს მაქციების შესახებ იყენებდნენ სერიული მკვლელობების ასახსნელად.ფსიქიკური დაავადებები,რომლებიც იწვევდნენ თმის ჭარბად ზრდას იყო მიღებული ლიკანტროპიის ერთ-ერთ სახედ.

4.მაქციები შეიძლება იყოს შექმნილი სხვადასხვა გზით.ამბობენ,ლიკანტროპია არის წყევლა ან ღვთაებრივი სასჯელი.სხვები ამბობენ,რომ ეს ბნელ ძალებთან შეთანხმების შედეგია.არსებობს სხვა მოსაზრებაც,რომ მაქცია შეიძლება გაჩნდეს ბუნებრივად,ან შეიძინონ ძალა ჯადოსნური კანის ტარებით ან ქამრით.კიდევ ერთი მოსაზრებაა,რომლის მიხედვით მაქციად შეიძლება გადაიქცე თუ დალევ წყალს მაქციის ნაკვალევიდან.

5.როგორ შეიძლება მათი შემჩნევა?სიმპტომები ერთმანეთისაგან განსხვავდება,ისევე როგორც წყაროები.ზოგიერთი საინტერესო ნიშნები ფოლკლორიდან,ფილმებიდან და ლიტერატურიდან დაირთავენ:დაუოკებელი გაცოფება,უძილობა,თმის შიგადაშიგ ცვენა,თმა ან ჯადოსნური ნიშნები ხელის გულებზე ან ხელებზე,შეერთებული წარბები,არაბუნებრივი წლის შიში,ჭარბი თმა ტანზე,
უჩვეულო "მაიძულებელი" თვალები,ჩვეულებრივზე გრძელი მესამე თითი ორივე ხელზე,და რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ განიცდიან სირთულეებს სიტყვების წარმოთქმისას,რომლებიც იწყება ასოდან "W".

6.კლინიკური ლიკანტროპია არის რეალური ფსიქოლოგიური მდგომარეობა,რომლის დროსაც 
ადამიანს გონია,რომ მისი სხეული გარდაიქმნება მგლად ან სხვა არსებად.

7.არსებობს მოსაზრება,რომ ვერცხლისწყალი უკეთესი საშუალებაა მაქციასთან "მუშაობისთვის",ვიდრე ვერცხლი.ალქიმიკოსები ძველ დროში ადვილად ცდებოდნენ და იღებდნენ ვერცხლისწყალს,როგორც ნამდვილ ვერცხლს.

8.Peter Stubb იყო ცნობილი როგორც Bedburg-ის მაქცია.1573 წელს ის დადანაშაულებული იყო რამოდენიმე მკვლელობაში,რომელთა რიცხვში მისი ვაჟიშვილიც შედიოდა,მანამ სანამ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს(აწამეს).Stubb-მა განაცხადა,რომ მისი ძალები უზრუნველყოფილი იყო ეშმაკის მიერ,რომელმაც აჩუქა მას ჯადოსნური ქამარი,რომელიც მას ხელს უწყობდა საშინელ მაქციად გადაქცევაში.

9.1764 წელს,Gevaudan-ის მხეცი ატერორებს პატარა ქალაქს საფრანგეთის სამხრეთ მხარეში.
მხეცი მოკლულ იქნა 60იდან 100კაცის საშუალებით.მაგრამ მისი ნამდვილი ვინაობა არ დამტკიცებულა.ზოგს სჯეროდა,რომ მხეცი მაქციის გასანადგურებლად იყო.

10.ყველა მაქციას არ აქვს ბოროტი განზრახვები.1692 წელს Jurgenburg-ში,კაცმა რომელიც ცნობილი იყო მხოლოდ როგორც Thiess,აღიარებითი ჩვენება მიცა სასამართლოს და ფიციც კი დადო,რომ მაქციები "ღვთის მეძებრები" ანუ მეძებარი ძაღლები იყვნენ.ის ამტკიცებდა,რომ მაქციები იბრძოდნენ ბოროტი ძალების წინააღმდეგ.ასევე Harry Potter-ის პერსონაჟი Remus Lupin იყო მაქცია,მაგრამ ამავე დროს მოწესრიგებული და ჩამოყალიბებული ადამიანი.

11.ფილმებში სრულწლოვანებასთან არის დაკავშირებული ლიკანტროპია.ორივეს დროს აღინიშნება თმების ზრდა,ხასიათის ცვლილება და უცნაური ახალი იმპულსები.

12.პირველი ფილმი,სადაც აჩვენებენ ლიკანტროპიას არის "The Werewolf" 20წუთიანი უხმო ფილმი,1913ში.მაღალბიუჯეტიანი ფილმი ამ თემაზე 1994ის "Wolf",რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ Jack Nicholson და Michelle Pfeiffer.

13.ბენდებს:Metallica, Genesis და Jefferson Airplane აქვთ ჩაწერილი სიმღერები მაქციებზე.


ჩვენ "ვიცნობთ" მაქციებს ტელეეკრანებიდან
Jacob Black "Twilight"-დან; Tyler Lockwood "The Vampire Diaries"-დან
Never Cry Werewolf - 2008 წლის ფილმშის შევხვდებით მაქციებს (ფილმი ნინა დობრევის მონაწილეობით)
Jack Nicholson - კი 1994 წლის ფილმში "Wolf" კი ერთერთ 'მოწინავე' მაქციად უნდა მივიჩნიოთ.

ფილმების სრული ჩამონათვალი მაქციების ანუ werewolf-ების მონაწილეობით შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:werewolfmovies.net/

●ℳℴℴn affects ℋuman●


●ℳℴℴn affects ℋuman●


●ℳℴℴn affects ℋuman●


●ℳℴℴn affects ℋuman●


●ℳℴℴn affects ℋuman●


●ℳℴℴn affects ℋuman●





verygood2
●ℳℴℴn affects ℋuman●  
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ მომღერალზე გინდათ დავდო სიახლეები?
სულ პასუხი: 2
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com
Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz