მოგესალმები სტუმარი | RSS
     

მთავარი » ვამპირები » რეგისტრაცია » შესვლა


 ვამპირი (Vampyrum), ძუძუმწოვრების გვარი ხელფრთიანების რიგისა. გავრცელებული არიან ტროპიკულ ამერიკასა და დიდი ანტილის კუნძულებზე. გვარში ერთი სახეობაა - დიდი ვამპირი (Vampyrum spectrum). სხეულის სიგრძე 13 სმ აღწევს, ფრთების შლილი - 70 სმ. აქვს დიდი ყურის ნიჟარები, ცხვირზე - დამახასიათებელი, ზემოთ შევიწროებული დანამატი. ღამის ცხოველია. იკვებება მწერებითა და ხილით. ბინადრობს ხშირ ტყეში, ზოგჯერ ადამიანის საცხოვრებელშიც. მიუხედავად სახელწოდებისა, ვამპირი არ მიეკუთვნება სისხლმწოვისებრთა ოჯახს.

ლეგენდები მათი სისხლიანი "მოღვაწეობის" შესახებ მრავლად არსებობს. ამ მოვლენას შუა საუკუნეების ეკლესიის მსახურნი სერიოზულად იკვლევდნენ. მანუსკრიპტში (ძველი ხელნაწერები) - "ეშმაკის ძალის ინდექსი", ვამპირიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული:"ეს არის ეშმაკის მიერ გაცოცხლებული, საფლავიდან ამომძვრალი ადამიანის გვამი. იგი ღამით იჭრება მძინარე ადამიანთან, გუდავს მას და სისხლს წოვს ყელიდან. მათი მსხვერპლიც შემდგომში ვამპირი ხდება".
მე-19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის - ბრემ სტოკერის ნაწარმოებში "დრაკულა" ასახულია ვამპირების ქცევა. წიგნი სწრაფად გახდა ბესტსელერი და დღემდე იქცევს საზოგადოების ყურადღებას. დრაკულას პროტოტიპი მე-15 საუკუნეში მცხოვრები რუმინელი თავადი, ვლად ცეპეში იყო. თავადმა სახელი ორი განსხვავებული თვისებით გაითქვა - განსაკუთრებული სიმამაცით, რომლითაც ის ქვეყნის მტრებს - თურქებს ებრძოდა, და კიდევ უფრო გამორჩეული სისასტიკით, რომლითაც ტყვეებსა და დაუმორჩილებელ ქვეშემდრომებს უსწორდებოდა. ლეგენდის მიხედვით, მეფემ თავადი დრაკონის ორდენით დააჯილდოვა. სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი "დრაკულა". ვლად პეცეში სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდა სიცოცხლეს, რისთვისაც მას მუდმივად სჭირდებოდა ადამიანის სისხლი.
რა იმალება გასული საუკუნეების მისტიკურ რომანებსა და თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ფილმებში?სურვილი მრავალმხრივი და განსაკუთრებული სიამოვნების მიღებისა, თუ ადამიანთა საზოგადოებრიობის სიღრმიდან აღმოცენებული შავი მისტიკის საწყისი?
ქრისტიანული და წარმათული რელიგიების სათავეების მკვლევარი, ალექსანდრე დუგინი სწორედ ამ უკანასკნელ მოსაზრებას ეყრდნობა და ამის მყარი საფუძველიც აქვს. თითქმის ყველა რელიგიის არსი - ღმერთი, და შემდეგ ადამიანი, ცხოვრების ორ ციკლს გადის: სიცოცხლეს და სიკვდილს, რომლებიც ერთმანეთთან საკრალური ქმედებით არის დაკავშირებული. წარმართულ რელიგიაში მზე ღვთიური სხივის (სინათლის) განსახიერებად ითვლებოდა, ხოლო მზის წელიწადი როგორც მთელი ქვეყნიერების, ისე ადამიანის ბედის საზომსა და მოდელს წარმოადგენდა.
ალექსანდრე დუგინი ვამპირთა ქმედებაში იგივე საკრალურ მომენტს ხედავს, მხოლოდ მუქსა და ბნელში გამეორებულს, ნაცვლად ახალი მზიური სიცოცხლისა, რომელიც მათი აზრით, მხოლოდ ფერმკრთალი, წარმავალი არსებობა იყო.
რა შუაშია აქ სისხლი, რომელსაც ვამპირები სვამენ ახალი ცხოვრების საზიარებლად?
ყველა რელიგიის მისტიკური ტრადიცია სისხლს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მათი აზრით, სისხლი წარმოადგენს შესქელებულ ცეცხლს, სინათლეს, რომელიც ადამიანის სხეულსა და ფსიქიკას შორის გარდამავალი ინსტანციაა. სისხლი ადამიანის სულის მატერიალური გამოხატულებაა. უძველესი საკრალური დამოკიდებულება სისხლის მიმართ შემორჩენილია ქრისტიანულ რელიგიაშიც. გავიხსენოთ სიმბოლური მსგავსება ადამიანისა ქრისტესთან. მართლმადიდებლურ ტაძრებში სვამენ წითელ ღვინოს - იგემებენ ღმერთის "სისხლს".
ქრისტიანის სულის ფსიქო-ფიზიკური სტრუქტურის გარდაქმნის მაგიური ზებუნებრივი აზრი გაქრა და რელიგიურმა წეს-ჩვეულებამ ალეგორიის სახე მიიღო. ქრისტიანული მღვდელმსახურების ეს მხარე იდუმალი ეზოთერული სწავლების საკუთრება გახდა, რომლის მიზანი, ღვთიური უნარის ფლობა და უკვდავების მიღწევა იყო. სწორედ ამ დროს დაიბადა მომაჯადოებელი და საზარელი პაროდია, რომელმაც ფერიცვალების არსი ღამის კოშმარის სფეროში გადაიყვანა.
შუა საუკუნეებში წარმოქმნილი საიდუმლო ორგანიზაციები ძალაუფლების მოპოვებას და სახელმწიფოს ფარულ მართვას ეზოთერული ცოდნის მეშვეობით ცდილობდნენ. ასეთი ორგანიზაცია იყო, მაგალითად, "დიდგვაროვანი ტამპლიერების ორდენი", რომელიც იმდროინდელი ევროპის მრავალ ქვეყანაზე ახდენდა ზეგავლენას. 1307 წელს ორდენი განადგურებული იქნა რომის პაპის კლიმენტი 7-ისა და საფრანგეთის მეფის - ფილიპე ლამაზის მკრეხელური შეურაწყოფის გამო.
ამ მოვლენის შემდეგ საუკუნეები გადის და ბევრი რამ იცვლება. თუმცა, მისტიკური საიდუმლოების მეშვეობით (სისხლის დახმარებით) ადამიანის გარდაქმნისადმი ინტერესი არ განელებულა. 
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ ამ ფარული პროცესის არსებითი როლი მდგომარეობს კულტურის ზოგიერთი მოღვაწის მიერ პიროვნების სულიერ-ესთეტიკური ფორმირების ჩამოყალიბებაში. თანამედროვე რეალისტური რომანის ფუძემდებლები - ონორე დე ბალზაკი და ემილ ზოლა საიდუმლო საზოგადოების წევრებად მოიაზრებოდნენ და ამ გატაცებამ გავლენა მათ შემოქმედებაზე იქონია.
"დრაკულას" ავტორი - ბრემ სტოკერი, რომელიც პირველად ალაპარაკდა ვამპირიზმის მისტიკურ საიდუმლოებაზე, მაგიური ორგანიზაციის "ოქროს აისის" წევრი იყო. ორგანიზაცია დაარსდა ინგლისელი მასონების მიერ. მასში გაერთიანებულები ეზოთერიზმის ყველაზე საშიში მხარის შესწავლით იყვნენ დაკავებული. ორგანიზაციაში გაერთიანებული იყვნენ იმ დროისთვის პოპულარული ინგლისელი მწერალი ბულვერ ლიტონი და სისატიკით და ბოროტებით განთქმული ოკულისტი ალისტერ კროული. "ოქროს აისის" გავლენა სწრაფად ვრცელდებოდა კულტურის სხვადასხვა მოღვაწეებზე, რომელთა მიერაც შემდგომში გავრცელდა სიუჟეტები ვამპირებზე, მოჩვენებებზე, შავ წირვასა და სხვა მსგავს მისტიკურ საიდუმლოებაზე.
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ "ოქროს აისში" "დრაკულას" ავტორის წევრობა ბევრის მანიშნებელია. სწორედ ამ ორგანიზაციაში შემუშავებული რიტუალებია დაკავშირებული "სისხლის მაგიასთან". ორდენის თავკაცი მაზერსი პირდაპირ დაადანაშაულეს ვამპირიზმში.
ვამპირიზმის იდეის გავრცელების სხვა მაგალითებიც მრავლად არსებობს. ცნობილი მომღერალი და მსახიობი დევიდ ბოუი საშინელებათა ჟანრის ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, სადაც ვამპირები, სხვა დანარჩენ ადამიანებთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ. და აი, რა არის საინტერესო - დევიდ ბოუი წევრია ეზოთერული ორგანიზაციისა - "აღმოსავლელი ტამპლიერების ტაძარი", რომლის ფესვებია "ოქროს აისიდან" მოდის.
მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები, რომლის ინტერესის სფეროსაც სისხლი წარმოადგენს, შეიძლება მრავლად დასახელდეს. საკმარისია გავიხსენოთ გერმანიაში შექმნილი ორგანიზაცია "ტულეს გაერთიანება", რომლის "ფილიალი" შემდგომში ბოროტებით განთქმული გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია გახდა.
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ევროპის მრავალ ქვეყანაში იქმნება "შავი სატანის" სამსხვერპლოები. ეშმაკის კულტის ახალგაზრდა მიმდევრები იწყებენ რიტუალების სატანური წეს-ჩვეულებებით ჩატარებას. მიმდინარეობს ქრისტიანული საფლავების წაბილწვა, ცხოველების ხელყოფა (შავი ფერის კატები) და ა.შ.
ვინ არიან ეს ადამიანები:სულით ავადმყოფები?
ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ მრავალრიცხოვან სატანურ სექტებს (ვამპირული სექტები) აერთიანებს ერთიანი ორგანიზაცია. ორგანიზაციის სათავეში დგას ყველაზე ძლიერი მაგი - "მოხუცი", რომელიც აკონტროლებს ყველა სექტას და ავრცელებს ეშმაკის კულტს.
არსებობს შავბნელი დოქტრინის საფუძველზე შემუშავებული ვამპირიზმის სპეციფიკური ოკულტური ტრადიცია. ამ ტრადიციის მატარებლები განსაკუთრებულ შესაძლებობლებს და მეთოდებს ფლობენ და პირველ რიგში, ცივილიზაციის განვითარების მთავარ პროცესზე - კულტურაზე ახდენენ გავლენას. მათი სურვილია ვამპირიზმის შესახებ მითი ბანალურ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. პათოლოგიას ადამიანი მშვიდად ხომ იმ შემთხვევაში ეგუება, როცა ის მისთვის ჩვეულებრივი ხდება.
რა ბედი ეწევათ ადამიანებს, მსგავსი პათოლოგიის შეგუების შემთხვევაში
როგორები არიან ვამპირები? რას წარმოადგენენ ისინი და რამდენად საშიშნი არიან საზოგადოებისთვის? და საერთოდ, არსებობენ ისინი სინამდვილეში თუ არა? ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სხვადასხვა სახის სენსაციის მოყვარულთ ამასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება და ვერსია აქვთ. ამ ფენომენის თავისებურ განმარტებას მეცნიერებიც გვთავაზობენ. თავდაპირველად მოვუსმინოთ მდიდარი ფანტაზიის მქონე და საშინელებათა ფილმების მოყვარულ ადამიანებს, შემდეგ კი უფრო პრაგმატული ხალხის მეცნიერულად დასაბუთებულ პოზიციას.
ადამიანთა აზრით, ვამპირი არის მიცვალებული, რომელიც საფლავიდან ამოვიდა და ღამ-ღამობით ადამიანის სისხლით იკვებება. არსებობს აგრეთვე ცნება ენერგეტიკული ვამპირები, რომლებიც არა სისხლის, არამედ ადამიანთა ენერგიის ხარჯზე იკვებებიან.
ვამპირებს თავიანთი ზებუნებრივი შესაძლებლობების გამო კარგად განვითარებული ინტელექტი აქვთ. ისინი მიისწრაფვიან არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ სხვა ვამპირებზე ძალაუფლების გასავრცელებლად. ზოგ, განსაკუთრებით ძლიერ და ძველ სახეობას მძლავრი ენერგია აქვს, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის დროს თავად ადამიანის თავისებურებასთან. თავად ვამპირები კლინიკურად გარდაცვლილნი არიან. მათ სუსტი გულისცემა და ფერმკრთალი, დღის შუქის მიმართ მგრძნობიარე კანი აქვთ. ისინი უკვდავნი არიან, მაგრამ იძულებულნი არიან დღის შუქს მოერიდონ და ამიტომ მხოლოდ ღამით ჩნდებიან.
ვამპირებთან ბრძოლის თანამედროვე ტრადიციული მეთოდები მათზე არ მოქმედებს გონიერ ვამპირებს, დროთა განმავლობაში ძალის დაგროვების უნარი აქვთ. ვამპირები ძირითადად ადამიანის სისხლით იკვებებიან, მაგრამ არსი, არა თავად სისხლში, არამედ სიცოცხლეშია, რომელსაც ვამპირი ადამიანს ართმევს და მასთან ერთად მის ძალასა და ენერგიას ეუფლება.
ზომბი ვამპირები
ვამპირთა ეს სახეობა საშინელებათა ფილმებიდან კარგად არის ცნობილი. ეს ვამპირები არ გამოირჩევიან გონიერებით, გარკვეული დროის შემდეგ კი, საერთოდ კარგავენ მას. დღის პერიოდს ისინი საკუთარ საფლავებში ატარებენ, რადგან ისევე, როგორც გონიერი ვამპირები, მზის სინათლეს ერიდებიან. უფრო ღირსეული ”საცხოვრებელი ადგილის” მოსაძიებლად მათ, უბრალოდ ჭკუა არ ჰყოფნით.
ზომბ - ვამპირებს, საკუთარი იერის შეცვლის უნარი გააჩნიათ. გონიერი ვამპირები ხშირად მათ მოსამსახურეებად იყენებენ, თუმცა მასობრივი მკვლელობების გარდა, მათგან სხვა სარგებელს ვერ პოულობენ. ეს ვამპირები საშიშნი არიან იმიტომ, რომ ვამპირიზმის ეპიდემიის გადადება პირველივე ნაკბენით შეუძლიათ, თუ რა თქმა უნდა მსხვერპლი ცოცხალი გადარჩა. ამ შემთხვევაში ინფექცია მის სისხლში ხვდება და თავადაც ზომბ-ვამპირად იქცევა.
საბედნიეროდ ზომბი ვამპირები დღეს იშვიათ მოვლენას წარმოადგენენ. არადა, მეზღაპრე-ისტორიკოსების ინფორმაციით, ძველ დროში ისინი მთელ სოფელს ანადგურებდნენ და მათი რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა. ასეთი ვამპირებისგან თავის დასაცავად საჭიროა სპირიტი, ვერცხლი, ცეცხლი და, რა თქმა უნდა ნიორი.
სული-ვამპირები
მათგან ყველაზე ძლიერებს რეალობაში მატერიალიზება შეუძლიათ. მათ საწინააღმდეგოდ არ არსებობს იარაღი, რადგან ჩვენს სამყაროს არ მიეკუთვნებიან. როგორც ამბობენ მათი დაფრთხობა მხოლოდ ჯვარს შეუძლია. ისინი ენერგიით იკვებებიან. ადამიანს საფრთხე შეიძლება ძილში ელოდებოდეს და მდგომარეობდეს იმაში, რომ ასეთი ვამპირის თავდასხმის შემდეგ გონიერება დაკარგოს.
თერმოვამპირები
ეს ვამპირები უკვდავნი არ არიან, თუმცა ადამიანის ცხოვრებასთან შედარებით, ასეთებად შეიძლება მივიჩნიოთ. იკვებებიან არა სისხლით, არამედ ადამიანის სხეულის სითბოთი. ასეთი ”დამუხტვის” შედეგად მსხვერპლი ორგანიზმის გაციებისგან იღუპება. თერმოვამპირთა თავისებურება ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ მსხვერპლის გაშვება, ვიდრე ბოლომდე არ დანაყრდებიან; იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის სურვილი აქვთ. ისინი იტანენ მზის შუქს, თუმცა მაინც თავს არიდებენ მას, ისევე როგორც ვერცხლსა და სხვა ძვირადღირებულ ლითონებს.
თერმოვამპირები ძალიან აფასებენ დონორებს. დონორები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძლიერი თერმოენერგია აქვთ და ვამპირის ერთი ”დამუხტვის” შემდეგ იხოცებიან. ამბობენ, რომ ასეთ ადამიანებს მუდამ თბილი და მშრალი ხელისგულები აქვთ.
ენერგეტიკული ვამპირები
ვამპირთა ეს სახეობა კი რეალობასთან მეტ-ნაკლებად ახლოსაა. ადამიანს არ შეუძლია, ენერგიის, ბუნებრივი გზით კოსმოსიდან მიღება და იძულებულია მოიპოვოს იგი სხვა ადმიანებისაგან. სინამდვილეში კი ყველაფერი უფრო რთულადაა. თუმცა ეს განმარტება ზედაპირულ წარმოდგენას ენერგოვამპირებზე მაინც იძლევა. ენერგეტიკული ვამპირიზმი თანამედროვე სამყაროს ნერვული მდგომარეობის ნაყოფია, თუმცა ყველა დროში არსებობდა. ენერგოვამპირები უკვდავები არ არიან, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ, ძირითადად მათივე ენერგიის წყალობით.
რეალობა
რას ამბობენ ამ ბოდვის შესახებ მეცნიერები? ვამპირიზმს, როგორც ყველაფერ სხვა ზებუნებრივს, ისინი სკეპტიკურად უყურებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წარსულში ვამპირებად მიჩბეული ადამიანები, უბრალოდ პორფირიით იყვნენ დაავადებულნი.
ფინელი პროფესორი ტიკანენი აცხადებს, რომ ვამპირების ბუნების ამოცნობა შეძლო.
პროფესორის აზრით, ვამპირებისა და მაქციების შესახებ ევროპულ მითებს საფუძვლად რეალური მოვლენები უდევს. ტიკანენის თქმით, გადმოცემებში, რომლებიც გაზვიადებული დეტალებითაა სავსე, იმ ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც ე.წ. პორფირიის ძალზე მძიმე ფორმით არიან დაავადებულნი.
ამ საშინელი გენეტიკური დაავადების დროს, სისხლსა და ადმიანის ორგანიზმის ქსოვილებში ირღვევა პიგმენტური პროცესი. ავადმყოფობის დროს, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით იწყება ჰემოგლობინის ნაწილობრივი დაშლა. ამავდროულად მისი არაცილოვანი ნაწილი ტოქსიკურ ნივთიერებად გარდაიქმნება, რომელიც კანქვეშა ქსოვილების დაშლას იწყებს.
ამ საშინელი სენის განვითარებასთან ერთად ავადმყოფის კანი ყავისფერ ელფერს იძენს, ხდება უფრო თხელი და მზის სინათლეზე ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში სკდება და ხრწნას იწყებს. ამ პროცესს თან სდევს საშინელი სუნი. ხდება თითებისა და კიდურების თვითნებური დაკრუნჩხვა. მძიმე ფორმებში დაავადებას თან სდევს საშინელი ტკივილები და ფსიქიკის მოშლა. დაავადებული უმი ხორცის ჭამასა და მისგან სისხლის გამოწოვას იწყებს, რომელიც ავადმყოფის ორგანიზმს ტკივილის შემცირებასა და სისხლის ბალანსის აღსადგენად სჭირდება.
უზარმაზარ ძალას, რომელსაც გადმოცემით ვამპირებს მიაწერენ, ავადმყოფებს არა ზებუნებრივი შესაძლებლობები, არამედ ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ანიჭებს. საშინელი ტკივილისგან გამხეცებულნი, ხშირად ადამიანებსაც ესხმოდნენ თავს და ამ ბრძოლაში მათ ბადალი არ ჰყავდათ.
დღის სინათლე ავადმყოფების ტანჯვას აძლიერებდა. ამიტომაც საკვების მოსაპოვებლად ძირითადად ღამით გადიოდნენ. ”დამუხტვის” შემდეგ ტკივილი უყუჩდებოდათ და დამშვიდებულები მიტოვებულ ადგილებში, ხშირად კი სასაფლაობზე იძინებდნენ. სწორედ აქედან მოდის ზღაპრები იმის შესახებ, რომ დღე მათ საფლავებში ეძინათ, ღამით კი სანადიროდ გამოდიოდნენ.
პორფირიის დაავადების გაჩენის ძირითადი მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი ჩნდება ინცესტის, ანუ ახლო ნათესავებში სისხლის აღრევის შედეგად. ამით აიხსნება დაავადების ფართოდ გავრცელება ტრანსილვანიის მთის რაიონებში, სადაც ადამიანებს სპეციფიკური ცხოვრების წესი ჰქონდათ. დღეს ეს უიშვიათესი დაავდაება 100 000-დან ერთ ადამიანს ემართება და რთულად, მაგრამ მაინც განიკურნება ქიმიოთერაპიითა და სისხლის ხშირი გადასხმით. 

ვამპირად ქცევის წინაპირობები

* წელიწადის გარკვეულ დროს დაბადებულები (ახალი მთვარისას, წმინდა დღესასწაულებზე და ა.შ.);
* კუდით, კბილებით ან ზედმეტი ძუძუთი დაბადებულები (თანდართული ანომალია);
* დიდი თმის საფარით, წითელი ხალით ან ორი გულით დაბადებულები;
* წმინდა დღესასწაულებზე ჩასახულები;
* დედის ძუძუს ნაადრევად მოშორებულები;
* სხვისი ძუძუთი გამოკვებილები, მას შემდეგ რაც დედისას მოაშორეს;
* მამის მეშვიდე ვაჟი;
* მოუნათლავად გარდაცვლილები;
* დაწყევლილები;


ქმედებები და მოვლენები
* ჯადოქრობის შედეგად;
* თვითმკვლელობისას;
* მგლისგან მოკლული ცხოველის ხორცის ჭამის შემთხვევაში;
* უზნეო და ცოდვილი ცხოვრებისას;
* რწმენის ღალატისას (საეკლესიო პირთა მიერ).



სიკვდილისშემდგომი მოვლენები

* ვამპირის ხელში სიკვდილი;
* ცხოველი, რომელიც მიცვალებულს ან კუბოს გადაახტება;
* ცხედარზე არსებული მუდმივი ჩრდილი;
* დაუკრძალავი მიცვალებული ან არასათანადო დაკრძალვა;
* ძალადობის ან მკვლელობის მცდელობისას სიკვდილი;
* მკვლელობა შურისძიებით;
* უყურადღებოდ დატოვებული ცხედარი;
* წყალზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილი (დამხრჩვალი);
* გაძარცული ცხედარი;
* პირქვე დაკრძალულები. 
#u42cdfce571s#
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ საიტი?
სულ პასუხი: 5
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com
Copyright MyCorp © 2024 Make a free website with uCoz